სასწავლო ფილმები
„თი სტუდიამ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისათვის გადაიღო სამი სასწავლო ფილმი.
ამფილმების მიზანს წარმოადგენდა ზემოხსენებულ სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალისა და დასაქმების მსურველ პირთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
ფილმები დღესაც გამოიყენება აღნიშნულ ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესში. ამასთან, ფილმები გადაეცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, სადაც დღესაც იყენებენ ამ ფილმებს სასჯელაღსრულების სამართლის სასწავლო კურსში.
ფილმების გადაღება დაფინანსდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" ფარგლებში.
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით პროექტის „სასწავლო ფილმები ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დამკვიდრებისათვის" ფარგლებში 2014-15 წლებში „თი სტუდიამ" გადაიღო ოთხი სასწავლო ფილმი. ეს ფილმები უკვე დანერგილია საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამებში.