ფილმის მთავარი გმირი მოდარაჯე ძაღლი, ქართული ნაგაზია, რომელსაც მსოფლიოში კავკასიური ნაგაზის სახელით იცნობენ. მისი მთავარი მეტოქეა მგელი, გონიერი და დაუნდობელი. დოკუმენტური ფილმი სწორედ ამ ორი ცხოველის - ქართული ნაგაზისა და მგლის შესახებ მოგვითხრობს. ერთი, ადამიანის სამსახურშია, მეორე კი ველური ბუნების შვილი. ფილმი საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით მომზადდა. |