ფილმი აღწერს ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას საქართველოში მოგზაურობას. ფილმის განმავლობაში გადამღები ჯგუფი საქართველოში მის მარშრუტს გაიმეორებს და მოგიყვებათ ამ დიდი ადამიანის შთაბეჭდილებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ევროპასთან საქართველოს თანამედროვე ურთიერთობებს.
ფილმი მზადდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია თომა ჩაგელიშვილი. წამყვანი - მწერალი გიორგი კეკელიძე.
ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, 2016 წლის ივლისში შედგება.