|
მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე ოდესის საერთასორისო კინოფესტივალზე მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველი რეჟისორის, თომა ჩაგელიშვილის ფილმმა "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე". ფილმის ჩვენება 20 ივლისს 19 საათზე გაიმართა. ჩვენების შედეგ ქართველი რეჟისორი ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა მაყურებლის შეკითხვებს. ფილმის ჩვენებას უკრაინელ მაყურებელთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ოდესაში მანუჩარ წოწონავა, ვიცეკონსული ირაკლი აბესაძე და ქართული სათვისტომოს წარმომადგელები. ფილმი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელ ხურვალეთში ხდება, რომელიც რუსმა სამხედროებმა ორ ნაწილად გაყვეს. "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ქართულ-გერმანული პროდუქტია. ფილმის მწარმოებელია „თი სტუდია", გერანელი პარტნიორი კი cloos&co. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კონოცენტრის, სამდენსისი ინსტიტუტის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და კავკასიური სახლის მხარდაჭერით. |
მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მექართულ-გერმანული დოკუმენტური ფილმი „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდს ეხება. მოქმედება შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან ხდება და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფას ასახავს. მზადდება ფილმის სატელევიზიო ვერსიაც, რომელთა ჩვენება ევროპის სხვადასხვა არხზე იგეგმება. ფილმის პრემიერა საქართველოში 2016 წლის ბოლოს გაიმართება. ფილმის მწარმოებლები არიან: T-studio და Kloos&co.Medien Gmbh. პროექტის პარტნირები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სანდენსის ინსტიტუტი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, კავკასიური სახლი. |
5 ჯარისკაცის ამბავიმათ არავინ დაივიწყებს. ეს ადამიანები უკეთესი მომავლისათვის იბრძოდნენ. ფილმს საფუძვლად 5 ჯარისკაცის ისტორია უდევს, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძოდნენ ფაშისტ დამპყრობლებს. მხატვრული დადგმების წყალობით ჩვენ შევძელით გაგვეცოცხლებინა გმირების ის ემოციები, რომლებსაც იმ პერიოდში განიცდიდნენ.ფილმი „ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით მომზადდა. |
ერეკლე IIდოკუმენტური ფილმი ლეგენდარულ ქართველ მეფეზე, საიდანაც გაიგებთ ერეკლე მეორეს მოღვაწეობის შესახებ. ერეკლე მეორე უკანასკნელი დიდი ქართველი მეფეა, რომელმაც საქაერთველო ააღორძინა და კავკასიაში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. ფილმი გადაღებულია კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და კახეთის რეგიონალური განვითარების საააგენტოს მხარდაჭერით. |
გრემიდოკუმენტურ ფილმში ასახულია XVI საუკუნეში კახეთის დედაქალაქ გრემის ისტორია. იმ დროინდელი საქართველოს უძლიერესმა ცენტრმა გრემმა 150 წელი აირსება. ფილმში ასახულია გრემის აღზავება და დაცემა.ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის და ნეკრესის ეპარქიის მხარდაჭერით. გადაღებულია 2010 წელს. |
კავკასიური ნაგაზი მგლის წინააღმდეგფილმის მთავარი გმირი მოდარაჯე ძაღლი, ქართული ნაგაზია, რომელსაც მსოფლიოში კავკასიური ნაგაზის სახელით იცნობენ. მისი მთავარი მეტოქეა მგელი, გონიერი და დაუნდობელი. დოკუმენტური ფილმი სწორედ ამ ორი ცხოველის - ქართული ნაგაზისა და მგლის შესახებ მოგვითხრობს. ერთი, ადამიანის სამსახურშია, მეორე კი ველური ბუნების შვილი.ფილმი საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით მომზადდა. |